წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა 
18-02-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის V კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძალიან საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილი ჩატარდა.

საგნის მასწავლებელი მაია გურეშიძეა.

გაკვეთილის თემა იყო: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ (შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით).

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს მეფე როსტევანისა და თინათინის პორტრეტები, ყურადღება გაამახვილეს მათ პიროვნულ თვისებებზე, ასევე ახსნეს ტროპული მეტყველების სახეები. ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებდა ესეს დაწერას: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, რომელსაც ასევე წარმატებით გაართვეს თავი ბავშვებმა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის წარმომადგენლები წარმატებებს უსურვებენ მაია მასწავლებელსა და მის ყოჩაღ მოსწავლეებს!

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203