აკეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ნარკომანია - საუკუნის სენი“ განხორციელდა
18-02-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის საჯარო სკოლაში X კლასის ინიციატივით პროექტი - „ნარკომანია - საუკუნის სენი“ განხორციელდა.

პროექტს ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ლეილა გოგელია ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები მოამზადეს და ანტისარეკლამო ვიდეორგოლი, კედლის გაზეთი და ბუკლეტები შექმნეს.

„პროექტი აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისათვის. მოსწავლეებმა პრობლემის შესწავლა ​გამოკითხვა-ინტერვიუს სახით დაიწყეს, მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს ანტისარეკლამო ვიდეორგოლი, მოამზადეს კედლის გაზეთი და ბუკლეტები და თემში გაავრცელეს. 

განხილულმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. მოსწავლეებმა დარბაზს ნარკომანიასთან დაკავშირებით კითხვით - „მითია თუ რეალობა“ მიმართეს.

ნარკომანიის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა ბიოლოგიის და სპორტის მასწავლებლებმა, მოწვეულმა სოფლის ექთანმა. 

ამის შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად დებატები გამართეს. 

პროექტმა დამსწრე საზოგადოებას საშუალება მისცა გაეცნობიერებინათ თუ რა საფრთხე ახლავს ნარკოტიკის მოხმარებას და როგორ უნდა დაირაზმოს მთელი საზოგადოება ამ მავნე სენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203