ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ღონისძიება -„როგორ წავიკითხოთ კარგად“ ჩატარდა
17-02-2020
წალკის მუნიციპალიტეტის, ბეშთაშენის საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელმა, რიმა ნაზარეტიანმა, თემაზე - „როგორ წავიკითხოთ კარგად“ ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებაში, რომელიც ანბანის შესწავლასა და კითხვას მიეძღვნა, მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა რუსულ ენაზე წიგნი წაიკითხეს, ლექსები მოყვნენ და რუსული სიმღერა - „სკოლაში სწავლა“ იმღერეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს რუსული ანბანის კარგი ცოდნისთვის სიგელები დაურიგდათ.