ბათუმის N20 საჯარო სკოლაში პედაგოგმა ნონა თოთლაძემ მათემატიკაში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, დაწყებით კლასებში გამოცხადებული საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, Iბ კლასის მასწავლებელმა, ნონა თოთლაძემ, მათემატიკაში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.გაკვეთილის თემა იყო - „მივუმატოთ 3, გამოვაკლოთ 3“.
გაკვეთილის მიზანი:
- მოსწავლემ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს თვლა;
- რიცხვებს შორის დამოკიდებულებები;
- შეკრება-გამოკლების მოქმედებები;
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები