ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე ფილმი გადაიღეს
17-02-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე ფილმი - „გააზიარე სიყვარული“ გადაიღეს.
ფილმში მთავარ როლებს მოსწავლეები: თემიკო მაღლაკელიძე, ცოტნე თიკანაშვილი და ინგა გოგნაძე ასრულებენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი „სკოლის უნიჭიერესი, კეთილშობილი და წარმატებული მოსწავლეები“ არიან.
„ჩვენმა ათოსნებმა მსახიობობა, რეჟისორობა და ოპერატორობაც შეითავსეს და მათთვის უჩვეულო ამპლუაში გვიჩვენეს თავი. დიდი მადლობა მათ ამ ფილმისთვის. ვიდეორგოლში მოცემული ამბავი, პერსონაჟები და ა.შ გამოგონილია და არ შეესაბამება რეალობას. ფილმი მომზადდა „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (32 02 13) სასკოლო ინიციატივების წახალისების ღონისძიების ფარგლებში“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს