„ვსაუბრობთ ომზე, გვინდა მშვიდობა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა
17-02-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი აქტივობა სახელწოდებით - „ვსაუბრობთ ომზე, გვინდა მშვიდობა“ განახორციელა.

ისტორიის მოყვარულებმა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობის“ წევრებმა, X კლასის მოსწავლეებმა: მარიამ აფხაძემ, ლოლიტა კინწურაშვილმა, ფერიდე კინწურაშვილმა, ანი ხურცილავამ, მარიამ ქაშიბაძემ, ანა ბენიძემ, ლიკა ცხაკაიამ მოამზადეს პრეზენტაციები I და II მსოფლიო ომებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მოსწავლეებმა ინფორმაციები გააცნეს თანატოლებს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მოვლენები ერთმანეთთან დააკავშირეს და დასკვნები გამოიტანეს.

კლუბის ლიდერმა - მარიამ აფხაძემ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა და  მსოფლიო პოლიტიკოსებს მოუწოდა, გაიხსენონ ისტორია და არ დაუშვან განმეორება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, ისტორიის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე და კლუბის მეურვე - ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203