დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებელს კვირეული მიუძღვნეს
17-02-2020
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით დავით აღმაშენებლის ზეობისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში ისტორიული ექსპონატების გამოფენა მოეწყო,
აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ლექცია ჩატარდა და დაიდგა ლიტერატურული კომპოზიცია, რომელშიც VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მათ დამსწრე საზოგადოების წინაშე დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მიმოხილვა წარადგინეს, ხაზი გაუსვეს დავით მეფე-აღმაშენებლის ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე-აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.