ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სტუმრობდნენ
17-02-2020
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ წარმატებული მოსწავლეები, ლუკა  გოგმაჩაძე და ქრისტინე  ზუბცოვა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სტუმრობდნენ.

ისინი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის „FLEX-ის“ გამარჯვებულები არიან. ლუკა სწავლას ჯორჯიის  შტატის ბლუმინგდეილის სკოლა „Effingham Country  High  School - ში“ აგრძელებს,  ქრისტინე კი -  ოჰაიოს   შტატის ქალაქ  ლიმაში, „Lima Senior  High  School - ში“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, "ისინი აქტიურად  არიან ჩართული  სასკოლო  თუ  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში.       ქრისტინე  და  ლუკა    შერჩეულ იყვნენ    სამოქალაქო  ვორქშოფის  კვირეულისათვის,  რომელიც ჩატარდა  2020 წლის    8 თებერვლიდან  13  თებერვლის  ჩათვლით  აშშ-ის დედაქალაქ  ვაშინგტონში".

"ორივე მოსწავლე  იმ   16  საუკეთესო  ქართველთა  შორის აღმოჩნდა,  რომლებსაც წილად ხვდა  პატივი  კვირეულის ფარგლებში,  აშშ-ის სახელმწიფო  დეპარტამენტში,  შეხვედროდნენ   ჯორჯიისა  და  ოჰაიოს  შტატების  სენატორებს,  წარმომადგენლებს,  პალატის  წევრებსა  და  მისიის  ხელმძღვანელებს:  ბადი  კარტერს,  რობ  პორტმენს,  შეროდ  ბრაუნს  და ჯიმ  ჯორდანს;  შეხვედრებმა ძალიან თბილ გარემოში  ჩაიარა.  შეხვედრის   დასასრულს,  ქრისტინე  და  ლუკა  დაჯილდოვდნენ   სერთიფიკატებით „ American Councils for  International   Education" ის მიერ“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203