ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორსა და ორ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
17-02-2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

სკოლის დირექტორს, მანანა სიჭინავას და მასწავლებლებს - იზა ჯიჯელავასა და ეკა სახურიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

სკოლის პედკოლექტივი ულოცავს პედაგოგებს წარმატებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203