მარტუნის საჯარო სკოლაში პროექტი - „ბულინგი“ განხორციელდა
17-02-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში პროექტი - „ბულინგი“ განხორციელდა.
„სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა აღავნი ავაქიანმა, გააკეთა პრეზენტაცია იმის შესახებ, რომ სკოლაში დაუშვებელია ბულინგი, ჩაგვრა ბავშვების მიმართ, მეგობრებისა და მასწავლებლების მხრიდან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები პრეზენტაციით ძალიან დაინტერესდნენ და დისკუსიაშიც აქტიურად ჩაერთნენ.