
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის დირექციას მეორე სემესტრში სხვადასხვა სახის ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 3 მარტს - დედის დღისადმის მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადებიან, ასევე დაგეგმილია ღონისძიება სახელწოდებით - „ქალი - გაზაფხული", გარდა ამისა სკოლაში ჩატარდება პუშკინის პოეზიის საღამო, ინგლისურ ენაზე კი იგეგმება ორი ზღაპრის ინსცენირება და შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრება.