ქვაბღის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
17-02-2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
წიგნის საჯარო კითხვა სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო.
მასწავლებელი ბავშვებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა კი მათთვის საინტერესო წიგნები თავად შეარჩიეს, წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.