წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ბუნებაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
17-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში თემაზე - „წელიწადის დროები“ საინტერესო აქტივობებით დატვირთული ბუნების გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი ნახატის, კითხვა-პასუხისა და შედარებების მეთოდებით მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარება იყო.

მისივე თქმით, მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები თემის ირგვლივ, მათთვის საინტერესო და მოსახერხებელი ფორმით შეასრულეს.

მე-2 კლასის მოსწავლეებს პედაგოგი ხათუნა ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203