წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი გაითამაშეს
17-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ინგა გრძელიძემ, ხელოვნების გაკვეთილზე კეთებით სწავლების მეთოდი გამოიყენა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით ფერადი ქაღალდებისაგან მათი საყვარელი ზღაპრის გმირები დაამზადეს, შემდეგ კი თოჯინების თეატრი გაითამაშეს.

შემოქმედებითი აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„კეთებით სწავლების“ მეთოდის გამოყენებით ხელოვნების გაკვეთილზე, პირველი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ინგა გრძელიძის დახმარებით, ფერადი ქაღალდებისაგან საყვარელი ზღაპრის გმირები დაამზადეს, შემდეგ კი თოჯინების თეატრიც „შედგა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203