ბათუმის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ქიმიურ ელემენტთა როლები მოირგეს
14-02-2020
ბათუმის N23 საჯარო სკოლაში ქიმიის მოყვარულთა კლუბის - „ქიმ-23-ის“ შეხვედრა ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიება - „პერიოდული სისტემა“ წარმოადგინეს,  სადაც ელემენტთა როლები მოირგეს, ასევე, საინტერესოდ ჩაატარეს სახალისო ცდა - „ფარაონის გველები“.

ქიმიის კლუბის წევრებმა სკოლის კედელი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემით მოხატეს და საზეიმოდ გაჭრეს ტორტი, რომელიც ამავე სისტემით იყო გაფორმებული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203