
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე, ამიტომ აქტიურადაა ჩართული „კინგსის“ ოლიმპიადაში ყველა საგნის მიმართულებით.
სკოლას სამადლობელი წერილი, სიგელი და გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები გადაეცა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ენისა და მათემატიკის მიმართულებით ჩვენი მოსწავლეები რეგიონის საუკეთესო ოცეულში არიან მოხვედრილნი. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მათ სხვა საგნებშიც. ყველა მონაწილე მოსწავლეს ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო სტიკერები გადაეცათ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები