წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ კლასის საათი ჩატარდა
14-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში თემაზე - „ჯვარითა მტერთა მძლეველი, ვარ დავით მე უძლეველი“ კლასის საათი ჩატარდა.

V კლასის დამრიგებელი ნათელა ჭოლოკავა, ისტორიის მასწავლებელი კი ფიქრია გიორხელიძეა.

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული მოღვაწეობის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„მათ მიერ შესრულებული ნახატები და პოსტერი საგანგებოდ კლასის საათისთვის სახელწოდებით „დავით აღმაშენებელი“ გამომწვევად გამოიყურებოდა კედლიდან და მკითხველთ გვიწვევდა წასაკითხად. ფიქრია მასწავლებელმა მოსწავლეებს მინი-ლექცია წაუკითხა დიდი მეფის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვაზე მეფის გარდაცვალებაზე არსებული სამი ცნობის შესახებ, მეფის ტოლერანტობასა და ქველმოქმედებაზე“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203