ჯიმითის საჯარო სკოლაში უცხო ენების კვირეული გაიმართა
14-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში უცხო ენების კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა კედლის გაზეთის პრეზენტაცია მოაწყეს და მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. მათ მსმენელს გერმანელ და ინგლისელ კლასიკოსთა შემოქმედება გააცნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები უცხოური ენების კვირეულის მოწყობის იდეით ძალიან დაინტერესდნენ და განხორციელებულ აქტივობებში დიდი სიხარულით ჩაერთნენ. კვირეულმა საინტერესოდ ჩაიარა.

მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგები, თეონა ტეტუნაშვილი და ნაზი დათუნაშვილი, გერმანული ენის პედაგოგი ელიზა დარჩიაშვილი და რუსული ენის პედაგოგი კესო თევდორაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203