
ახალციხის N5 საჯარო სკოლის თვითმმართველთა გუნდის ინიციატივით მუსიკალური ღონისძიება „მელოMoney“ ჩატარდა.
ღონისძიებაში სამი გუნდი მონაწილეობდა. აქტივობა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცხოვრებაში მუსიკის მნიშვნელობის განსაზღვრას, თუ რამდენად არიან ისინი დაინტერესებულნი ხელოვნების ამ დარგით.
გუნდები სიმღერებს ირჩევდნენ ხუთი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, ხოლო მეორე ტური ე.წ. „სიტყვების ტური“ იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, დირექცია და მუსიკის პედაგოგები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
იხილეთ ფოტოები