თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარს ეწვივნენ
14-02-2020
თბილისის N103 საჯარო სკოლის Iდ კლასის მოსწავლეები მეტრომშენის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა გიორგი ასათიანს, ეწვივნენ.
Iდ კლასის დამრიგებელი ნატო წიკლაურია.
„მამა გიორგიმ ბავშვებს მოუთხრო და გააცნო ტაძრის აგების ისტორია, წმინდანთა ცხოვრებიდან მოიყვანა მაგალითები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სულიერი სიმშვიდე, რწმენა, იმედი და სიყვარული მოვიპოვოთ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა დროისთვის და მეტადრე დღევანდელობისთვის.
მან დალოცა და აკურთხა მომავალი თაობა. ბოლოს ბავშვებმა მოილოცეს წმინდა ადგილი და ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირიც გაიღეს. ,,კეთილი გულით მოძღვნილი,მცირედიც შეიწირების“. სიკეთე გადამდებია“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს