კალოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს
14-02-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის კალოთის საჯარო სკოლის მეორე და მეოთხე კლასის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ზეინაბ დეკანაძემ, ხელოვნების გაკვეთილზე შემაჯამებელი მეცადინეობა ჩაატარა.
შემაჯამებელ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ნახატები დახატეს და საკლასო ოთახის კედელზე გამოაკრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ და კმაყოფილებიც დარჩნენ.