მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრანტი მოიპოვეს და სკოლის ბიბლიოთეკას 800 ლარის წიგნები აჩუქეს
14-02-2020

გასული წლის შემოდგომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ტყიბულის ახალგაზრდულმა იდეა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეწერათ პროექტი, რათა განევითარებინათ საკუთარი მუნიციპალიტეტი.

კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ: სოფო გეგეშიძე, გიორგი ვარდოსანიძე, ნიკა ბოჭორიშვილი, მარიამ კორტი, საბა ჩაფიძე.  

„გამომდინარე იქედან, რომ სკოლის ბიბლიოთეკას ნამდვილად სჭირდებოდა განახლება და ახალი წიგნები, ბავშვებმა გადაწყვიტეს ამ პრობლემის მოგვარება და მათი პროექტიც სწორედ ახალი წიგნების შეძენას ითვალისწინებდა. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, დაფინანსდა 800 ლარის ოდენობით.

წიგნები სკოლას ჩაბარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებმა გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, თუ რა წიგნი სურდათ მათ...

მუხურის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით გუნდის წევრებს გაწეული შრომისთვის და ასევე ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203