საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია ჩატარდა
21-02-2020
წალკის მუნიციპალიტეტის, საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ისეთ აქტუალურ თემებს მიეძღვნა, როგორებიცაა ბულინგი, მობინგი და კიბერბულინგი.

კონფერენცია სკოლის უსაფრთხოების უფლებამოსილი პირის, ნინელი ვიბლიანის ორგანიზებული იყო.

მოსწავლეებმა: ლიკა ნაკაიძემ, თორნიკე ხოზრევანიძემ და მაკა ბერიძემ ბულინგის, მობინგის და კიბერბულინგის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს.  თითოეული თემის შესახებ მოკლემეტრჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „თემები იყო საინტერესო და აქტუალური, რაც აისახა ჟიურის და მოწვეული სტუმრების შეფასებებში“.

მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, ხოლო მსმენელებს აღნიშნული თემების შესაბამისი ბუკლეტები დაურიგდათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203