თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში მესამე ადგილი დაიკავა
13-02-2020
თბილისის N174 საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მესამე ადგილი დაიკავა.
ინტელექტუალური თამაში გლდანში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის რაიონის გამგეობის ორგანიზებით „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში’’ გაიმართა.
ჩემპიონატში გლდანის რაიონის 20 სკოლა ჩაერთო.
ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად.