თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები ციფრული ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ
17-02-2020
თბილისის N133 საჯარო სკოლის VIგ კლასის მოსწავლეები თბილისის ციფრული ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა ინვერსიულ ოთახში ანიმაციურ-ვიზუალური საშუალებებით წარმოდგენილი ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“ ნახეს.
„წელს 130 წელი შესრულდა ამ დიდებული მოთხრობის დაწერიდან. რეჟისორის არაჩვეულებრივი ოსტატობის, მურმან ჯინორიას შეუდარებელი გახმოვანების წყალობით წაიშალა ზღვარი მოსწავლეებსა და ბუნებას შორის. მათ თავი იგრძნეს იმ ტყეში, სადაც ხმელი წიფელი ცხოვრობდა. იმოგზაურეს მის წარსულში. ხმელ წიფელთან ერთად იმედით უმზერდნენ პატარა ყლორტს - სიცოცხლის და მარადიულობის სიმბოლოს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს