ბათუმის N20 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა ზოსიძემ ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, დაწყებით კლასებში გამოცხადებული საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, მე-3ა კლასის წამყვანმა მასწავლებელმა, მარინა ზოსიძემ „სასწავლო გაჩერებებით“ ბუნებისმეტყველებაში ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „მცენარის ორგანოები“.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა - მოსწავლემ შეძლოს:
- მოძებნოს, დაახარისხოს და შეაჯამოს მცენარის ორგანოების აგებულება;
- გამოიყენოს შესაბამისი ლექსიკა და ისაუბროს მცენარის კონკრეტული ორგანოს დანიშნულებაზე;
- დანაწევრებული ნაწილებით ააწყოს მცენარის ორგანოები.
იხილეთ ფოტოები