დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორი პროექტი ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში მოხვდა
13-02-2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ მონაწილეობენ.

მათ კონკურსში სამი გამოგონების პროექტი გააგზავნეს, საიდანაც ორი პროექტი („ცეცხლოვანი ბერკეტი“ და ,,ტალღა და ბერკეტი“) ნახევარფინალში გადავიდა.

ნახევარფინალური ტური 2020 წლის 14 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართება. 

კონკურსს ყოველწლიურად „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ ატარებს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203