ბათუმის N20 სკოლის პედაგოგმა მაია დავითაძემ, საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
14-02-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, დაწყებით კლასებში, საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, 2020 წლის 12 თებერვალს, მე-3 კლასის უფროსმა მასწავლებელმა, მაია დავითაძემ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჩვენებელი, სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო - ანა კაპანაძის „სველი წერილი“.

გაკვეთილის მიზანი:

  • ვარაუდების გამოთქმა ტექსტის შესაძლო სათაურისა და შინაარსის შესახებ.
  • ტექსტის წაკითხვა, შინაარსის გაგება-გააზრება და ინტერპრეტირება.
  • თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203