
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას გაეცნენ. მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად განიხილეს გალაკტიონის ლექსი „მშობლიურო ჩემო მიწავ“.
დაწყებითი კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი ნათია ვარდანიძეა.
„მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები ლექსიდან, მოძებნეს ფიზიკურ რუკაზე საქართველო და დახატეს ნახატები. გვჯერა, ჩვენი საყვარელი მომავალი თაობა საქართველოს დამცველები გაიზრდებიან!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები