მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის ფულადი ჯილდო მოიპოვეს
13-02-2020

ორგანიზაციაევროპის ფონდმა საუკეთესო გარემოსდაცვითი აქტივობების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.

აღნიშნულ კონკურსში მარადისის საჯარო სკოლის გუნდი „მარნეულის ახალგაზრდულ იდეასთან“ ერთად მონაწილეობდა.

„ევროპის ფონდის“ რჩეული მარადისის საჯარო სკოლის აქტივობები გახდა.

ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი კლუბი და „მარნეულის ახალგაზრდული იდეა“, რომლის წევრებიც, ამავე დროს, მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც არიან, 800 ლარით დააჯილდოვა.

მიღებულ თანხას მოსწავლეები და „მარნეულის ახალგაზრდული იდეა“ (შულავრის, ახალი დიოკნისის, წერეთლის სომხური სექტორის, მარნეულის N5, მარნეულის N2 საჯარო სკოლის და მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები) კვლავ გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის გამოიყენებენ.

კერძოდ, 300 ლარით მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეიძენენ მარადმწვანე მცენარეებს, 100 ლარით - შულავერში მცხოვრები შშმ პირისთვის საჭირო ნივთებს, ხოლო 400 ლარით სპორტულ ინვენტარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების  მე-3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა), მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17 ( თანამშრომლობა) მიზნებს.

სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში აქტივობებშია ჩართული.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203