წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ქართული კულტურის ძეგლები მსოფლიო კულტურის საგანძურში“ განხორციელდა
13-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში პროექტი - „ქართული კულტურის ძეგლები მსოფლიო კულტურის საგანძურში“ განხორციელდა.

VIII კლასის პედაგოგი თამილა თუთბერიძეა.

პროექტის მიზანი იყო, ისტორიულ წყაროებსა და ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს ქართული კულტურის ძეგლები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ უნიკალურ მასალები, ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები და მათი ისტორიები გაეცნოთ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ეს ხელს შეუწყობს ეროვნული ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში“.

ლიზი ჯომიდავამ, გრეტა დვალიშვილმა, ლიზი ლონდარიძემ, მარიამ ვეფხვაძემ და დავით ჩიხლაძემ თავიანთი საპრეზენტაციო თემები(ნუმიზმატიკა, თრიალეთის კულტურა, ვანის ნაქალაქარი, ბექა და ბეშქენ ოპიზარები, ხახულის ხატი, გელათის, ბაგრატის, ალავერდის, მოწამეთისა და მარტვილის ტაძრების ისტორიები) საინტერესოდ წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203