წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ატომური იარაღის საწინააღმდეგო მსოფლიო დღე აღნიშნეს
13-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 და მე-11 კლასში ატომური იარაღის საწინააღმდეგო მსოფლიო დღის აღსანიშნავად ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიება ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის „რადონი“ წევრების თაოსნობითა და მონაწილეობით ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ატომური იარაღის აღმოჩენისა და დამზადების ისტორიის შესახებ ისაუბრეს. იმ კატასტროფულ შედეგებზე, რაც შესაძლოა ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვეს. იმსჯელეს და დაგმეს იმ სახელმწიფოების პოლიტიკა, რომლებიც ფლობენ თერმობირთვულ შეიარაღებას ან ცდილობენ ჰქონდეთ ეს იარაღი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიაზე, გაიხსენეს ატომური იარაღის მსხვერპლის, პატარა იაპონელი გოგონას- სადაკო სასაკის ათასი წეროს ორიგამის დამზადების ისტორია.
„მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსოფლიოში დამყარდეს მშვიდობა და არცერთი ბავშვი არ შეეწიროს ომს. მადლობა საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის ქალბატონ მარინა გურეშიძეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე ხელმძღვანელობდა.
28 იანვარს მსოფლიო ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს