მუხურის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
13-02-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის  მუხურის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა.

მხატვრული კითხვის კონკურსი ამავე სკოლის მასწავლებლის, ირაკლი გაბრიჭიძის ინიციატივით ჩატარდა. 

„აღნიშნულ საღამოზე ყურადღება ექცეოდა ლექსების მხატვრულად წაკითხვას. ჟიურის შეფასებით გამოვლინდა ლექსის საუკეთესო კითხვაში გამარჯვებული მოსწავლეები სწავლების სამივე საფეხურზე: დაწყებით საეხურზე (II-VI) გამარჯვებულად დასახელდა ანასტასია აბესაძე და ნიკა ბარბაქაძე, საბაზო (VII-IX) საფეხურზე: ნიკა გოგიჩაზე და ანა აბესაძე, ხოლო საშუალო (VIII-XII) საფეხურზე: მარიამ კორტი, გიორგი ვარდოსანიძე და ნიკა ბოჭორიშვილი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203