
წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.
ღონისძიების მონაწილეებმა მოიძიეს სხვადასხვა ინფორმაცია დავით აღმაშენებლის შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს დავით აღმაშენებლისთვის მიძღვნილი ლექსები, ასევე მონაკვეთები დავით აღმაშენებლის საგალობლიდან -„გალობანი სინანულისანი“.
მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთიც.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა, რამაზ ძირკვაძემ მოსწავლეებს მიულოცა დავითობა და დავით აღმაშენებლის შესახებ უცნობი ისტორიები უამბო.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ისტორიის მასწავლებელი მაყვალა კახაძე.
იხილეთ ფოტოები