წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტერაქტიული რუკის საშუალებით წმინდა ნინოს გზა გაიარეს
13-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით მის მის ღვაწლზე ისაუბრეს.
„მოსწავლეებმა ინტერაქტიული რუკის საშუალებით გაიარეს წმინდა ნინოს გზა და ისაუბრეს წმინდა ნინოს ღვაწლზე საქართველოს გაქრისტიანების დიდ საქმეში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგი მაია ქობულია ხელმძღვანელობდა.
27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.