თბილისის N45 სკოლაში მოსწავლის მშობელმა თემაზე - „როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან“ გაკვეთილი ჩაატარა
13-02-2020
თბილისის N45 საჯარო სკოლის IVბ კლასში (ხელმძღვანელი ინგა ხიბლაშვილი) მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში მშობელმა ნინო ინასარიძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: „როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისაგან“.
„გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ნინომ მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეები აღჭურვა სამედიცინო პირბადეებით, ქუდებითა და ხელთათმანებით. მოდელირებით ასწავლა ხელების სწორად დაბანა.
მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ვირუსული ინფექციებისა და მათგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ.
თბილისის N45 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ინასარიძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს