ახალსოფლის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა
14-02-2020
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა.

ღონისძიება მოეწყო ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, რომელშიც  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.

მათ წაიკითხეს ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“,  შეასრულეს სიმღერებიც.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ საკმაოდ პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203