დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
12-02-2020
ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საყვარელი მოთხრობიდან ამონარიდები წაიკითხეს და მსჯელობაში აქტიურად ჩაერთნენ. 

„ყურადღება გამახვილდა კითხვის მნიშვნელობაზე, რომ „ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს"(ჯორდანო ბრუნო)“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 5 თებერვალს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203