ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებელს ღონისძიება მიუძღვნეს
12-02-2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით VII-IX კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „მესიის მახვილი“ ჩაატარეს.
ღონისძიება საქართველოს ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ მონარქს - „დავით აღმაშენებელს“ მიეძღვნა.
ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.
მოსწავლეებს მასწავლებელი ლია ხაჩირაშვილი ხელმძღვანელობდა.