გაიცანით სამიქაოს საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ვოლერა გიგინეიშვილი, რომელიც სულშიჩამწვდომ ლექსებს წერს
12-02-2020
აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვოლერა გიგინეიშვილი, ასწავლის.

ვოლერა გიგინეიშვილი, ასაკის მიუხედავად, აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამიქაოს საჯარო სკოლაში. 

სკოლის ინფორმაციით, მასწავლებელს მოპოვებული აქვს დოცენტის ხარისხი და არის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი.

"ეს ყველაფერი არ არის. რომანტიკული სული და პოეზიისადმი სიყვარული დღემდე არ განელებია. თავადაც წერს ლექსებს. მისი პირველი ლექსები ჯერ კიდევ 1979 წელს იბეჭდებოდა ჟურნალ „მნათობში“. იგი იყო ამავე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. თმაში ჭაღარის მიუხედავად, ახლაც წერს სულშიჩამწვდომ ლექსებს. ერთ-ერთი მათგანია:

                   შ ე მ ო ქ მ ე დ ი
იდგა კაცი და ეძებდა ფერებს.
შორს რიალებდა ქართა ვაება,
აწეწილ სულში ტიროდა დიდხანს
დიდი სურვილი და უკვდავება.
იდგა კაცი და ეძებდა ფერებს...“ - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203