ნახუნაოს საჯარო სკოლაში კლუბი -„ციფრული სამყარო“ ჩამოყალიბდა
12-02-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლაში კლუბმა - ციფრული სამყარო ფუნქციონირება დაიწყო. კლუბში V-IX კლასის მოსწავლეები გაერთიანდნენ. კლუბის მიზანი ტექნოლოგიების კუთხით განვითარებაა. აქტივობა  ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ხორციელდება.

კლუბის წევრები არიან: მარიკა ძიძიგური; გიული ფირცხალავა; ლუკა სიგუა;  ცოტნე ცანავა; გვანცა ცანავა; რიმა კიტეიშვილი; ქეთი სიგუა; ზაალ კიტეიშვილი; მარიამ ცანავა და მარიამ ზარქუა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი (მშობლების თანხმობით) ჩართულიყვნენ კლუბის ფუნქციონირებაში.

მონაწილეები გაეცნენ კლუბის წესდებას და სამუშაო გეგმას, რომლელიც 2019-2020 წლის II სემესტრიდან განხორციელდება და დამთავრდება 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში.

კლუბის წესდებიდან გამომდინარე, წევრებმა ერთხმად აირჩიეს კლუბის ლიდერი ქეთი სიგუა. შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს და პარასკევს გაკვეთილების შემდეგ. სამშაბათის შეხვედრებს უძღვება ტექნოლოგიების ექსპერტი ზურაბ გაჩეჩილაძე, ხოლო პარასკევის შეხვედრას განამტკიცებს ისტ-ის უფროსი მასწავლებელი დავით პირტახია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203