ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-02-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა მიქიაშვილი, ვიკტორ კლინკაროვი და ქრისტინე ლავრენტიევა ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში კონკურსის „დაწერე საშობაო ზღაპარი/ლექსი“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ჟიურის მიერ გამოვლინდა 4 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებიც სამახსოვრო პრიზითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. ასევე ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი და კალენდარი (ბიბლიოთეკის გამოსახულებით).

„საუკეთესო ნაშრომის ავტორი  ჩვენი სკოლის VII კლასის მოსწავლე ანა მიქიაშვილი გახდა, ბიბლიოთეკარების რჩეული კი IX კლასის მოსწავლე ვიკტორ კლინკაროვი, რაც შეეხება ქრისტინე ლავრენტიევას ის მონაწილეობის სიგელით დაჯილდოვდა.

სკოლა მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას აღნიშნული კონკურსის მოწყობისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203