თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეებს იურისტი დემოკრატიულ სახელმწიფოზე ესაუბრა
14-02-2020

თბილისის N124 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებული, იურიდიული კომპანია Cardinal-ის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბარდაველიძე, ესტუმრა.

იურისტი მოსწავლეებს ბევრ საინტერესო საკითხზე, მათ შორის, დემოკრატიულ სახელმწიფოზე ესაუბრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  მოსწავლეები შეხვედრით ძალიან დაინტერესდნენ და დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

გიორგი ბარდაველიძე სკოლას გეოგრაფიის მასწავლებლის, რუსუდან მურცხვალაძის, ინიციატივით და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მხარდაჭერით ეწვია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203