''ეტალონის'' მონაწილეებს 2015-2016 სასწავლო წლის ინტელექტ-შეჯიბრის ფინალისტები გულშემატკივრობენ
24-06-2017
''ეტალონის'' მონაწილეებს  2015-2016 სასწავლო წლის ინტელექტ-შეჯიბრის ფინალისტები გულშემატკივრობენ.

გოგიტა ბარამიძე, 2015-2016 სასწავლო წლის ''ეტალონის'' ფინალისტი:


''24 ივნისს საქართველოს მასშტაბით თითქმის მთელი კუთხიდან არიან წარმოდგენილი მოსწავლეები. მათ ერთხელ უკვე გაიმარჯვეს. ახლა შეეცდებიან, რომ ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დაეუფლონ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. პირველ რიგში მინდა ვურჩიო, რომ არ ინერვიულონ და საკუთარი ცოდნის მობილიზება მოახდინონ. ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. წელს ფინალში ჩემი და მონაწილეობს და თუ არ აყვება ემოციებს, დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს.''

გაგა გვიჭიანი, 2015-2016 სასწავლო წლის ''ეტალონის'' პრიზიორი მოსწავლე:

''ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. მთავარია მონდომება და ყველაფერი დაუფასდებათ. ყველა ფინალისტი უკვე გამარჯვებულია. იმედია, ლენტეხელი გაიმარჯვებს, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი ლენტეხიდან.''

ნია შაქარიშვილი, 2015-2016 წლის ''ეტალონის'' საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლე:

''შარშანდელი ''ეტალონის'' მონაწილეები ჩამოვედით სპეციალურად ფინალისთვის, მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო. თითოეული მათგანი უკვე გამარჯვებულია. ''ეტალონი'' დიდი ბიძგია მათ ცხოვრებაში. ამ შეჯიბრში დამარცხებულებსაც არ აქვს სანერვიულო. მინდა ყველას ვურჩიო, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, თავიანთ ცოდნას მოუყარონ თავი და გამარჯვებაც გაუმარტივდებათ.''

ანრი ფაღავა, 2015-2016 წლის ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'':

''პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა აქ მყოფს, რადგან ''ეტალონის'' ფინალზე ყოფნა უკვე დიდი წარმატება და მიღწევაა, მეორე რიგში კი მინდა მათ ვუსურვო  და ვურჩიო რომ შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოიყენონ, არ დაიბნენ და საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ. ეს არის მომენტი, რითაც უნდა ისიამოვნონ და თავიანთი თავის მაქსიმუმი აჩვენონ.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203