წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში I ადგილი დაიკავა
12-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა - „წინაპარი“ დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში I ადგილი მოიპოვა.
გუნდმა I ადგილი დაიკავა კაპიტნების კონკურსშიც.
სკოლის დირექცია XIა კლასის მოსწავლეებს: ია მიქაძეს, ანი ბენიძეს, ალიკა ჩიხრაძეს, გიორგი ახვლედიანს, ანი ბენიძეს, გუნდის კაპიტანს, მარიამ მურვანიძესა და პედაგოგს, ფიქრია გიორხელიძეს, მიღწეული წარმატებისათვის მადლობას უხდის.
კონკურსის ორგანიზატორი წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება იყო.