წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
12-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ინიციატორი „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოა“.
შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის არსის, სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
მონაწილეები გაეცნენ მოხალისეობის ახალი პორტალის - „დროის ბანკის“ მუშაობის სპეციფიკასაც.
შეხვედრას თამუნა კიტოვანი და გვანცა დაშნიანი უძღვებოდნენ.
„დროის ბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს.
„დროის ბანკი“ ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა; დროის ბანკი დროს იყენებს, როგორც საზომს; მომსახურება, რომლისთვისაც არ გაქვს ფული, შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
აღნიშნული პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის, განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით ხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს