მარნეულის N3 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს „ეტალონის“ სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა
12-02-2020
მარნეულის N3 საჯარო სკოლამ საზეიმო ვითარებაში მიულოცა წარმატებები და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სერტიფიკატები გადასცა პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 51-ქულიანი ბარიერი.
მარნეულის N3 საჯარო სკოლა ამაყობს მიღწეული წარმატებებით და მადლობას უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პროექტ „ეტალონის“ ორგანიზატორებს.
შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს