წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ღონისძიება - „სულის პური“ ჩატარდა
12-02-2020

სულის პური - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს წიგნის როლი ადამიანის სულიერი განვითარებაში.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ღოღელიანი ხელმძღვანელობდა.

„წიგნი ჩემთვის ყოველთვის იყო მრჩეველი, მანუგეშებელი, მშვიდი და ტკბილმოუბარი, და მე სულ მინდოდა ამომეწურა მისი ყველა სიკეთე, რათა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შემომენახა" (ჟორჟ სანდი).

კიდევ ერთხელ დაგვანახეს წიგნიერების აუცილებლობა ტექნოლოგიების საუკუნეში წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VII კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ღოღელიანის ხელმძღვანელობით  ჩაატარეს ძალიან საინტერესო ღონისძიება „სულის პური“.

მოსწავლეებმა საოცრად შთამბეჭდავად და საინტერესოდ წარმოაჩინეს წიგნის როლი ადამიანის სულიერი სამყაროს ფორმირებაში. მოაწყვეს „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ ინსცენირება და წარადგინეს რჩეული ნაწარმოებები ცოცხალი წიგნების სახით, გააცოცხლეს მათ მიერ განხილული ნაწარმოების პერსონაჟები.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, პედაგოგები, მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც სახეზე ბედნიერების უსაზღვრო ღიმილი დასთამაშებდათ, ღიმილი იმედისა, მადლიერებისა უფლის მიმართ ასეთი ნიჭიერი თაობა რომ გვაჩუქა, ქართულ გენს შემოქმედებითობა უხვად მოჰმადლა უფალმა, მთავარია განვავითაროთ მათში ეს უპირველესი.

გიმნაზიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნათია მასწავლებელს კიდევ ერთი ლამაზი დღისა და საინტერესო ღონისძიებისთვის“, - აღნიშნულია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203