ახალსოფლის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
12-02-2020
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
ტესტირებაში 21 მოსწავლე მონაწილეობდა. უმაღლესი ქულა დაფიქსირდა 76, ხოლო ყველაზე დაბალი - 29. ორმოცდაათი და მეტი ქულა მოიპოვა 14 - მა მოსწავლემ. 60 ქულა და მეტის აღება მოახერხა ცხრა მოსწავლემ.
„ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს წარმატებულ მოსწავლეებს და ველით წარმატებებს მეორე - რაიონულ ეტაპზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს