ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით პროექტი - „წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი“ მომზადდა
12-02-2020

ჭიათურის კულტურის სახლში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასწავლო შემოქმედებითი და კულტურის განვითარების ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის ეგიდით მომზადდა პროექტი: წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი.

პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს დიდი მეფის დაუღალავი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს გაძლიერებისა და გაერთიანების საქმეში. ხაზი გაესვა აგრეთვე ამ თავდაუზოგავი მეფის საგანმანათლებლო საქმიანობას. სწორედ ამიტომ ქართულმა საუნივერსიტეტო საზოგადოებამ საქართველოს პირველი უნივერსიტეტის გახსნის თარიღი დაამთხვია  დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

პროექტში მონაწილეობდნენ ითხვისის N2 საჯარო სკოლის IX-X მოსწავლეები: ლიზი იაკობიძე, დიანა იაკობიძე, ვახტანგ წერეთელი, ერეკლე იაკობიძე, ლუკა იაკობიძე, ბარბარე ღავთაძე, ქეთევან  ღავთაძე, სალომე ხახიშვილი, ასევე IV კლასელები: კესო ღავთაძე და გურამ კვანტიძე.

ღონისძიება პატრიოტული სიმღერებით დაამშვენა სკოლასთან არსებულმა გუნდმა ნანული წერეთლის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203